1 - 22 ივლისს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1 - 22 ივლისს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-22 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
 

 

N

ადგილი

თარიღი

მისამართი

დრო

1

ლანჩხუთი

01.07.2021

ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით

10:00-17:00

2

დუშეთი

01.07.2021

რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი

10:00-17:00

3

ქედა

02.07.2021

დაბას ცენტრი

10:00-17:00

4

თეთრიწყარო

02.07.2021

თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

5

ხულო

05.07.2021

გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

6

ადიგენი

05.07.2021

თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

7

ტყიბული

06.07.2021

კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

8

ასპინძა

06.07.2021

მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

9

ხონი

07.07.2021

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

10

ნინოწმინდა

07.07.2021

პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

11

ლენტეხი

08.07.2021

თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

12

ყაზბეგი

08.07.2021

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

13

ვანი

12.07.2021

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

14

გურჯაანი

12.07.2021

ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან

10:00-17:00

15

ბაღდათი

13.07.2021

წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 

10:00-17:00

16

ყვარელი

13.07.2021

კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან

10:00-17:00

17

აბაშა

14.07.2021

ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ

10:00-17:00

18

ახმეტა

14.07.2021

ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან

10:00-17:00

19

მარტვილი

15.07.2021

თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ

10:00-17:00

20

მარტყოფი

15.07.2021

მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

21

დმანისი

16.07.2021

წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

22

ცაგერი

19.07.2021

რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

23

კასპი

19.07.2021

სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 

10:00-17:00

24

ონი

20.07.2021

აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ

10:00-17:00

25

ქარელი

20.07.2021

თამარ მეფის ქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

26

საჩხერე

21.07.2021

თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

27

ყაზბეგი

22.07.2021

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00