იაგო ხვიჩია: უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატს არ დააყენებს, რათა ოპოზიციის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „აზელვა“ არ მოხდეს

იაგო ხვიჩია: უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატს არ დააყენებს, რათა ოპოზიციის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „აზელვა“ არ მოხდეს

აჯობებს, თუ ოპოზიციური პარტიები ან საკუთარ კანდიდატებს წარადგენენ, ან კანდიდატს საერთოდ არ დააყენებენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი აზრით, ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი საერთოდ არ უნდა ჰყავდეს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი დამოკიდებულება აქვს, ვინც არ უნდა დააყენო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გახდება. მგონია, რომ არ უნდა დადგეს საერთო კანდიდატი და „ქართულ ოცნებას“ უფრო მარტივად არ უნდა შეეძლოს მთელი ამ პროცესის დისკრედიტაცია და ოპოზიციის მარტივად „აზელვა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასზე გამკლავება.

სჯობს, ყველა საკუთარი კანდიდატით გავიდეს ან როგორც ჩვენ ვიქცევით, არ დააყენოს კანდიდატი და მიიღოს მონაწილეობა პროპორციულ არჩევნებში. ოპოზიციის ერთიანობას აზიანებს ის, რომ ოპოზიციიდან ჩვენს კოლეგებს არ უნდათ სერიოზულად ლაპარაკი ამ ქვეყანაში ბევრ სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. ეს აზიანებს ყველაზე მეტად ამ პროცესს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.