საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 316 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 617 ტესტი ჩატარდა.