მამუკა მდინარაძე: ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და მთავრობა ვალდებულია გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივებზეც ისაუბროს

მამუკა მდინარაძე: ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და მთავრობა ვალდებულია გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივებზეც ისაუბროს

„ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა 10 წლიან გეგმაზე. ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და მთავრობა ვალდებულია გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივებზეც ისაუბროს, თქვენ დაიჭირეთ თხუთმეტი ან ოცი წინადადება, სადაც გრძელვადიან პერსპექტივაზე იყო საუბარი, ამაზე მეკითხებით, ხოლო მოკლევადიანზე და გაკეთებულ საქმეებზე არაფერს მეკითხებით.  როგორ გააბრაზოთ ხალხი აღარ იცით“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“. 

მისი თქმით, ქვეყანაში დღეის მდგომარეობით არის 800 000 გაჭირვებული ადამიანი, ენა არ უნდა მოუბრუნდეს არც ერთ ხელისუფალს კმაყოფილებისკენ, რომელიც იტყვის რომ პრობლემა საერთოდ არ არის. 
„ეს არ იქნება სწორი მიდგომა, მაგრამ თუ 800 000 ადამიანი ვიცით რომ 21%-ია და თუ ისიც ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 19%-მდე ჩამოიყვანა სიღარიბე, რომელიც ასევე ძალიან ბევრია, ეს არის მთავარი, მაგრამ “ნაცმოძრაობის” დროს თურმე აღმოვაჩენთ, რომ 38% ყოფილა მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობის დროს 12,6 % იყო ეკონომიკური ზრდა. შეიძლება ჩვენ დღეს ვიკამათოთ იმაზე, რომ 19.5 %- ზე კი არა, თქვენ შეგეძლოთ ამ გზით და ამ რეფორმებით, რომ გაგეკეთებინათ სხვა რეფორმები, ჩამოგეყვანათ 15-ზე, ამას მივიღებ, მაგრამ იმ ხალხისგან, რომელსაც თითქოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და 38%-ზე იყო,  მილიონ ნახევარ ადამიანამდე იყო გაჭირვებული, 3.5 მილიონი რომ ვართ სულ, აქედან ვერ მივიღებ. ეს მსოფლიო ბანკის მონაცემებია, თქვენ მეუბნებით რომ მსოფლიო ბანკი იტყუება? ის გაჭირვებული კაცი რომ გამოაღებს მაცივარს, გაბრაზდება და შეიძლება თქვენც დაგიჯეროთ, მაგრამ იტყუება მსოფლიო ბანკი? რაღაცას ხომ უნდა შევადაროთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.