ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ძლიან ცუდი, დესტრუქციული ნაბიჯია, როდესაც კომიტეტის მუშობაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ძლიან ცუდი, დესტრუქციული ნაბიჯია, როდესაც კომიტეტის მუშობაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ეს არის ძლიან ცუდი, დესტრუქციული ნაბიჯი, როდესაც კომიტეტის მუშობაში მონაწილეობაზე უარს ამბობ და ბოიკოტს აცხადებ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დღეს, იურიდიული კომისიის სხდომის დატოვების ფაქტს.

სხდომაზე უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მსჯელობდნენ, რომელში მონაწილეობის მიღება პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ არ ისურვა.

„ეს არის ძლიან ცუდი, დესტრუქციული ნაბიჯი, როდესაც კომიტეტის მუშობაში მონაწილეობაზე უარს ამბობ და ბოიკოტს აცხადებ. კომიტეტის ნაცვლად ირჩევ ისევ კარვებს. ძალიან საინტერესოა, სად წავიდა ოპოზიცია? კარვები აქვთ გაშლილი - წარმოდგენა არ გვაქვს, რას აპროტესტებენ. როდესაც ვეუბნებოდით, რომ უნდა აიღონ კარვები, ალბათ ამისთვის აქვთ გადანახული - კომიტეტის მუშაობაში უარს იტყოდნენ. გამოაცხადებდნენ ბოიკოტსა და კარვებში ჩავიდოდნენ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

„ლელო საქართველოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი ითხოვენ, შეიქმნას სასამართლო რეფორმის სამუშო ჯგუფი, ზუსტად ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. მანამდე კი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების პროცესი შეჩერდეს.