Hyundai-ში აცხადებენ, რომ 2030 წლისთვის მფრინავი ავტომობილები რეალობად იქცევა

Hyundai-ში აცხადებენ, რომ 2030 წლისთვის მფრინავი ავტომობილები რეალობად იქცევა

მფრინავი ავტომობილები მსოფლიოს ქალაქებში მიმდინარე ათწლეული მიწურულს გამოჩნდება. ამის შესახებ Guardian-ი Hyundai-ის ევროპული ოპერაციების ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.

მაიკ კოულის თქმით, სამხრეთკორეულმა კომპანიამ ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. „გვჯერა, რომ ეს ნამდვილად ჩვენი მომავლის ნაწილია“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, ურბანული საჰაერო მობილობის განვითარება ქალაქებში საცობების პრობლემას მოაგვარებს და ასევე ჰაერის სისუფთავეზეც დადებითად იმოქმედებს.

Hyundai-მ მფრინავი ავტომობილების კონცეფცია კომპანია Uber-თან ერთად შეიმუშავა. პროექტი ლას-ვეგასში, 2020 წლის იანვარში წარადგინეს.