ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო

სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო, -ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც განხილვის მთავარი თემაა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც პარლამენტში ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონით და კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს, „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობს და შესაბამისად, ოპოზიცია ტოვებს პროცესს.

აღნიშნულს გამოეხმაურა კომიტეტის თავმჯდომარე.

„ქალბატონო ანა, რომ ვიცოდეთ, პარლამენტსაც ტოვებთ, თუ მანდატებს ინარჩუნებთ ისე,რომ არ იმუშავებთ?.. საცობი რომ არ შეიქმნას ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ. მიმოიხედეთ წინ და გვერდით ვინ, ვის ინტერესებს იცავდა და ვის გვერდით ხართ... სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო. ვისაც უნდა გასვლა, შეუძლია დატოვოს (საკომიტეტო დარბაზი)“, - განაცხადა ოხანაშვილმა.