კახა კუჭავა: შიდა კვლევებით, საკმაოდ მყარად ვდგავართ ფეხზე და ეს არ არის 43%, გაცილებით მაღალია

კახა კუჭავა: შიდა კვლევებით, საკმაოდ მყარად ვდგავართ ფეხზე და ეს არ არის 43%, გაცილებით მაღალია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევების თანახმად, პარტიის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე 43 პროცენტი.

კახა კუჭავას მტკიცებით, პარტიის რეიტინგი „ხელოვნური კრიზისის“ პერიოდში გაიზარდა, რაზეც „ქართული ოცნების“ მიდგომებმა იმოქმედა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შიდა კვლევებს ვატარებთ და ბოლო კვლევა, რაც ჩავატარეთ, საკმაოდ მყარად ვდგავართ ფეხზე და ეს არ არის 43 პროცენტი, გაცილებით მაღალია, რა თქმა უნდა, არ დავკონკრეტდები, თუმცა ჩვენ არჩევნებს მივუახლოვდებით და ყველა ძალიან კარგად დაინახავს იმ ძალას და იმ მხარდაჭერას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია.ჩვენ განსაკუთრებულად ხელი შეგვიწყო ამ პროცესში, კარგად იკითხებოდა, მიმდინარე, ასე ვთქვათ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისის პერიოდში, თუ რამდენად იზრდებოდა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რადგან ყოველთვის ჩანდა ჩვენი მხრიდან სახელმწიფოებრივი მიდგომა საკითხების გადაწყვეტის“, - აღნიშნა კუჭავამ.