ძალიან ცუდი მეთოდებით ებრძვიან სასამართლოს, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არავინ ინტერესდება, რა დადებითი მომენტებია სასამართლოში და გადასული არიან არა კრიტიკაზე, არამედ - ლანძღვაზე.
„ჩვენ გვაწუხებს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში, არავინ ინტერესდება, თუ რა დადებითი ცვლილებები ხდება სასამართლოში. არავინ ინტერესდება, რა დადებითი მომენტებია და გადასული არიან არა კრიტიკაზე, არამედ - ლანძღვაზე. ერთადერთი, რაც სასამართლო კორპუსს აწუხებს, არის ის წრეგადასული, უარგუმენტო, უსაფუძვლო ლანძღვა-გინება, რაც არც სასამართლოსა და არც ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა გაიმართება. მოსამართლეები დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.