ოფიციალურად ლობირებენ ეს ტელევიზიები, „მთავარი არხიც“, „TV პირველიც“ და „ფორმულაც“ გახარიასა და მის გუნდს, რა დგას ამის უკან მართლა არ ვიცი, - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ორი ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვლევა შეაფასა.
„მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ რაღაც წერილი გადასცა გახარიამ ჯაფარიძეს, მეცინებოდა ამაზე და ახლა შეიძლება მართლა დავიჯერო, რომ გადასცა წერილი, რომელში წერია, რომ ტელეკომპანია „მთავარსა“ და ტელეკომპანია “ფორმულა“ უნდა გადავიდნენ გახარიას ნარატივზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-მა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: „ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს?“ გამოკითხულთა 32%-მა კახა კალაძე დაასახელა, 17%-მა ნიკა მელია, 15%-მა კი, გიორგი გახარია.