რომან გოცირიძე პრემიერს და შს მინისტრს:  მითხარით, ვინ დაიჭირეთ - რომელი მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, ლიფსიტებს რომ დაერიეთ, ღლავები მოსაპარად არიან გამზადებული

რომან გოცირიძე პრემიერს და შს მინისტრს:  მითხარით, ვინ დაიჭირეთ - რომელი მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, ლიფსიტებს რომ დაერიეთ, ღლავები მოსაპარად არიან გამზადებული

მითხარით ვინ დაიჭირეთ - რომელი მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, ლიფსიტებს რომ დაერიეთ, ღლავები მოსაპარად არიან გამზადებული, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრმა რომან გოცირიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

გოცირიძის განცხადებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ ბადრი ესებუას 129 მილიონი ლარის მოსაპარად 86 ბანკის გაძარცვა დასჭირდებოდა, „თუმცა ფინანასთა სამინისტროსა და სხვა „ჩინოვნიკების“ მონაწილეობით საქართველოში 129 მილიონი ლარი დღგ-ს თაღლითური მანიპულაციით მოიპარეს“.

,,ძალიან გახარებული დავრჩი რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით იმის თაობაზე, რომ ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება. თუ საქართველოში იმყოფება, ე.ი. არის ტყეში, ფულიც აქვს ტყეში და ამ ფულს ვერ დახარჯავდა. როდესაც თქვენ მას დაიჭერთ, სამართლიანობაც აღდგება და ფულიც დაუბრუნდება პატრონს. მაინტერესებს რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ბადრი ესებუას, რომ მოეპარა 129 მილიონი ლარი? ესებუას უნდა გაეძარცვა 86 ბანკი, წარმოგიდგენიათ 86-ჯერ რომ განმეორდეს ის ამბები რაც საქართველოში იყო? რას ვხედავთ ჩვენ - ფინანასთა სამინისტროსა და სხვა ჩინოვნიკების მონაწილეობით საქართველოში მოიპარეს 129 მილიონი ლარი დღგ-ს თაღლითური მანიპულაციით. ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ პასუხისგებაში მიეცა 241 პირი, თურმე ესენი ქურდები კი არა მონსტრების კორპორაცია ყოფილან. 200-ზე მეტმა ორგანიზებულმა ადამიანმა რომ მოიპაროს 127 მილიონი, 700 მილიონი ლარის ბრუნვა უნდა დამალოს, თურმე ამაში მაღალჩინოსნები არ არიან გარეული. ახლა მითხარით, ვინ დაიჭირეთ, რომელი მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, ლიფსიტებს რომ დაერიეთ ღლავები მოსაპარად არიან გამზადებული“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.