პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მეორე მოსმენით მივიღეთ "საარჩევნო კოდექსის" ცვლილების პროექტი.
მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ" არ დაუჭირეს მხარი ცვლილებებს.
ვარსკვლავები ისევ ლოგიკურად დალაგდა. "ლელო" "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტის როლიდან ვერ გამოდის და დღევანდელმა კენჭისყრამ ეს ოფიციალურად გააფორმა.
სხვათა შორის, "ლელომ" ამით 19 აპრილის ხელშეკრულება დაარღვია".