საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,სარფი" და ,,ფოთის პორტი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას იმპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ: საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, შემოტანილი იქნა სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეული.
ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, 1952 კილოგრამ პომიდორს აღმოაჩნდა საკარანტინო მავნე ორგანიზმი. საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა. იმპორტის პირობებთან შეუსაბამობის მეორე ფაქტი, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ფოთის და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა'', გამოვლინდა, შეეხება 82 500 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცს. ტვირთის ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის ჩატარებისას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი, საქართველოს მთავრობის ზემო აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, დაექვემდებარა გადამუშავებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით.