ამირან სალუქვაძე ნაცმოძრაობას:  აღარ გაგივათ ამ თემებიდან გამოძვრომა, სანამ ,,ისკანდერს,, გადასცემდით,  საწყობში გქონდათ მიგდებული, შემდეგ უსაბუთოდ გადაეცით

ამირან სალუქვაძე ნაცმოძრაობას:  აღარ გაგივათ ამ თემებიდან გამოძვრომა, სანამ ,,ისკანდერს,, გადასცემდით,  საწყობში გქონდათ მიგდებული, შემდეგ უსაბუთოდ გადაეცით

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში, „მთავარ არხზე“ „ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის ინეტრვიუს ეხმიანება და წერს, რომ დღეს, მთავარი მტკიცებულება ,,იკანდერის’’ გადაცემის ფაქტი არ დასტურდება და ნაციონალური მოძრაობას ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მოუწევს. 

ექსპერტი იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას აქვეყნებს, სადაც წულუკიანი სტრასბურგისთვის  ცხელ კვალზე, მტკიცებულებების შეგროვების მნიშვნელობაზე საუბრობდა.  

,,რაის ექსპერტიზაზე გადასცეს?! აღარ გაგივათ ამ თემებიდან გამოძვრომა. თავად გამოჩხრიკეთ უაზრო ბრალდებებით და ახლა მიიღებთ პასუხებს. ექსპერტიზაზე არ გადაგიციათ. ეს არაფრით დასტურდება.სანამ გადასცემდით, სადღაც საწყობში გქონდათ მიგდებული. შემდეგ გადაეცით უსაბუთოდ. ისკანდერი იყო თუ არა, მაგის ექსპერტიზას რათ უნდოდა ამერიკაში ჩატანა, ვის აბოლებთ? აგერ მოუსმინეთ თეა წულუკიანს, ყოფილ იუსტიციის მიმისტრს, ვინც აგროვებდა სტრასბურგისთვის ამ მტკიცებულებებს. ამ ისკანდერს გარდა სხვა ასობით მტკიცებულება იქნა შეგროვილი, რაც ომის შემდეგ ცხელ კვალზე უნდა გაკეთებულიყო. ამ ყველაფერზე ხელახალი ძიება უნდა ჩატარდეს და მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს!'' წერს ამირან სალუქვაძე facebook გვერდზე.