მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: ეს ადამიანი გადადგა “ნაცების” ინტერესისთვის

მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: ეს ადამიანი გადადგა “ნაცების” ინტერესისთვის

"ეს ადამიანი გადადგა ნაცების ინტერესისთვის, ფაქტია - ნაცმოძრაობის მართალია ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარისთვს გადადგა. ფაქტი ეს იყო რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა"

ამის შესახებ "ქართული ოცნების" ფარქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თვლის თუ რა, რომ გახარია ნამდვილად წარმატებით გაართვა თავი პანდემიის პერიოდის კრიზისს, მდინარაძე ხაზს უსვამს გახარიასა და "ოცნების" გუნდის ერთობლივ მუშაობას და ამბობს, რომ ის, რაც წარმატებული იყო, არ უნდა უარყონ:

"მიუხედავად ამისა, სადაც ის თავის გუნდთან ერთად, ჩვენთან ერთად იყო წარმატებული, ეს უნდა თქვა, ეს არ უნდა ვუარყოთ იმიტომ რომ არავინ არ დაგვიჯერებს, რომ ვთქვათ არაფერი არ მოგვწონდა ამ კაცის, მაშინ რატომ გყავდათ პრემიერმინისტრად" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

amo მგონია მდინარაძე გახარიას წასვლის მიზანს ვერ ამხელს.
3 წლის უკან