გივი მიქანაძე: თამარ ჟვანიასგან აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი, კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ

გივი მიქანაძე: თამარ ჟვანიასგან აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი, კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ

თამარ ჟვანიასგან აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი, კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ, - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

„დროებით საგამოძიებო კომისიას არ დაუტოვებია არცერთი კითხვა, რაზეც 7 თვის განმავლობაში ოპონენტები სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ვითომდა ეს არჩევნები გაყალბდა და შედეგები რეალობას არ ასახავდა. სამსაათნახევრის განმავლობაში უწყვეტად გვქონდა საუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი და კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ მისგან.

ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამ არჩევნების ხელმძღვანელობით მაქსიმალური გაკეთდა იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში და სწორედ ასეთი შეფასებები მივიღეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

თამარ ჟვანიამ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა.