„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, პასუხისმგებლობა სხვადასხვა მხარეს ნაწილდება.
„შეგვიძლია, ეს პასუხისმგებლობა სამ ნაწილად დავყოთ. პირველია სხდომათა დარბაზში ჩატარებას რაც მოჰყვა, ერთი-მეორე პროვოკაცია, ჯერ გავრილოვისა და შემდეგ - ოპოზიციის. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის - ჩემი შეცდომა და ამაზე ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეორე - იყო პარლამენტზე შტურმისა და შეჭრის მცდელობა, რაც იყო მთავარი დანაშაული, რაც იყო ჩადენილი იმ ღამეს. ეს არის ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა, ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართლებრივზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება ხარვეზებს, რაც დაშლის პროცესში იყო, ეს იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმეს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.