კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება შეთანხმებას

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება შეთანხმებას

საქართველოში ევროკავშირის ელჩს იმედი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას შეუერთდება. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს შეთანხმება დემოკრატიული რეფორმებისთვის ​გზამკვლევ რუკას წარმოადგენს და ცხადია, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი პირი გაერთიანდეს ამ შეთანხმების ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხრიდან ჩანდეს ძალისხმევა და თქვან, რომ ესაა სწორედ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც სურთ და რომ სრულ ძალისხმევას იჩენენ. იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ მივა ამ დასკვნამდე და შეუერთდება შეთანხმებას“, - განაცხადა ჰარცელმა.