შარლ მიშელის შეთანხმება წარმოადგენს გზამკვლევ რუკას დემოკრატიული რეფორმებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ცხადია, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი პირი გაერთიანდეს ამ შეთანხმების ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხრიდან ჩანდეს ძალისხმევა და თქვან, რომ ესაა სწორედ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც სურთ და რომ სრულ ძალისხმევას იჩენენ. იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობაც მივა ამ დასკვნამდე და შეუერთდება შეთანხმებას“, - განაცხადა ჰარცელმა.