საქართველო „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ ექვსი პოზიციით დაწინაურდა

საქართველო „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ ექვსი პოზიციით დაწინაურდა

2021 წელს „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ საქართველო 163 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. ქვეყანა 2.054 ქულით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერია.

ანგარიშის თანახმად, „გლობალური მშვიდობის ინდექსის“ რეიტინგში სომხეთი 94-ე, აზერბაიჯანი - 121-ე, თურქეთი 149-ე, რუსეთი კი 154-ე ადგილზეა. მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნებად კი ისლანდია, ახალი ზელანდია და დანია დასახელდნენ.

ექსპერტები ყოველწლიურად 160-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იკვლევენ. ქვეყნებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ. მათ შორისაა ომი, ტერორიზმი, პოლიციელების მხრიდან ძალადობა, შეიარაღების ექსპორტი, საზოგადოების ერთიანობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

შარშან საქართველო „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ 95-ე ადგილს იკავებდა.