ირაკლი ლატარია: ნოდარ მელაძე ჩარჩენილია იმ იმედში, სადაც მოდელირებული ქრონიკით ,,აბოლებდნენ

ირაკლი ლატარია: ნოდარ მელაძე ჩარჩენილია იმ იმედში, სადაც მოდელირებული ქრონიკით ,,აბოლებდნენ" საზოგადოებას

მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას. პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

„არ შემიძლია არ დავწერო: ავადმყოფები არიან, ნოდარ მელაძე ჩარჩენილია იმ იმედში, სადაც მოდელირებული ქრონიკით ,,აბოლებდნენ" საზოგადოებას. ყველაფერი, რაც მელაძის გადაცემებში ხდება, არის სიყალბე და ინდური სერიალის მოკლე სიუჟეტები.

სირცხვილს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ არ უნდა ისჯებოდნენ კანონით ამ ყველაფრის შემოქმედნი? როგორ შეუძლიათ დილიდან საღამომდე ტყუილსა და სიყალბეში ქმნიდნენ გადაცემებს?
განვმეორდები:

ესენი არიან ავამდყოფები და პარაზიტები, რომელთა მიზანი ყოველთვის იყო და არის ქვეყნისთვის ძირის გამოთხრა. ზოგი ტელევიზიით ცდილობს ამ ყველაფერს, ზოგიც კი - პოლიტიკითა ამის შესახებ ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს“.