ძალიან უხერხული იყო განსაკუთრებით ის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ შემობრძანდა პარლამენტში და თავიანთ ოპოზიციურ კოლეგებს თვალებში ჩახედეს, რომლებსაც „პუფებს“ ეძახდნენ. ვხედავდით, როგორი იყო მათი შემოპარვა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობა“ ადგას „ევროპული საქართველოს“ გზას, მათი რეიტინგი მკვეთრად დავარდნილია და როგორ შეიძლება ბრძენმა საზოგადოებამ, როგორიც ქართველი ხალხია, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადასცეს თუნდაც იმ რაოდენობის ნდობა და მანდატი, როგორიც ჰქონდა წინა არჩევნებზე“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.