მიხეილ სარჯველაძე: ამომრჩეველს კითხვის ნიშნების არსებობა არ უყვარს

მიხეილ სარჯველაძე: ამომრჩეველს კითხვის ნიშნების არსებობა არ უყვარს

რეპუტაციული პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეექმნა მაშინ, როდესაც მან დაიჭირა ის პოზიცია, რომელიც დაკავებული ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არ იყო სწორი და ძალიან თვალსაჩინოდაც გამოჩნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

„ახლაც, როდესაც ისინი ცდილობენ, სრულიად აუხსნელი გადაწყვეტილება შესთავაზონ თავიანთ ამომრჩევლებს, მათ შორის, რომ შემოდიან პარლამენტში, უპირისპირდრებიან შარლ მიშელის დოკუმენტს - ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, კითხვის ნიშნების არსებობა კი არ უყვარს ამომრჩეველს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.