სააკაშვილი საკუთარი თავის იქეთ ვერ ხედავს, არ უნდა დაინახოს და არ უნდა ვინმეს ლიდერობის შესაძლებლობა მისცეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასწორება არ იქნება.
„სააკაშვილი საკუთარი თავის იქეთ ვერ ხედავს, არ უნდა დაინახოს და არ უნდა ვინმეს ლიდერობის შესაძლებლობა მისცეს. აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ განვითარების პერსპექტივა არ აქვს. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ მისი როლი სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა. მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები კი თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ. ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.