„კლანზე“ დაუსრულებელ საუბრებს და ზოგად მითითებებს, თითქოს ვინმე ვინმეს ხელს აფარებს, არავითარი საფუძველი და დასაყრდენი არ გააჩნია“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ოპონენტები ზოგადი შეფასებებით არგუმენტების დეფიციტის გადაფარვას ცდილობენ, რომელიც ნამდვილად აქვთ.
„შარლ მიშელის დოკუმენტში აღწერილია ის ღონისძიებები და რეფორმები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენას წინ უნდა უძღოდეს. ეს ვალდებულებები, მათ შორის, იქ მითითებულია, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვენეციის კომისიის დასკვნით გათვალისწინებული რეკომენდაციები, შესაბამისად, ეს პროცედურული საკითხები დაზუსტებულია და ამ თვალსაზრისით არ მგონია, რაიმე შინაარსობრივ წინააღმდეგობასთან გვქონდეს საქმე.
თუ ოპონენტები გულისხმობენ იმას, რომ სანამ ყველაფერი არ დასრულდება, მანამ განუსაზღვრელად იყოს პროცესები შეჩერებული, ვფიქრობ, აქ ლოგიკურად ეს ახსნილი და დასაბუთებული სწორად ვერ იქნება. არ მგონია, ამ კანდიდატურების პარლამენტის განხილვის ეტაპზე რაიმე წინააღმდეგობა და შეუთავსებლობა დაფიქსირდეს ან გამოვლინდეს” - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.