აშშ-ის პირველმა პირმა თავის რუს კოლეგას ძალიან ცალსახად განუცხადა, რომ მან პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტს, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხდა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
„აშშ-ის პირველმა პირმა თავის რუს კოლეგას ძალიან ცალსახად განუცხადა, რომ მან პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა მონაწილეც რუსეთი არის და რომლებიც დღემდე, სამწუხაროდ, არ განხორციელებულა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოიხატება ის ძლიერი, უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომლის მოწმენიც ბოლო წლების განმავლობაში ვართ“, - განაცხადა მიქანაძემ.
16 ივნისს ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე მტრული განწყობა არ ყოფილა და ორივე მხარემ ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი გამოხატა. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს.