სალომე სამადაშვილი: ყველანაირი მცდელობა პარლამენტში, რომ დამტკიცდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ჩაითვლება როგორც პირდაპირ დარღვევა მიშელის შეთანხმების

სალომე სამადაშვილი: ყველანაირი მცდელობა პარლამენტში, რომ დამტკიცდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ჩაითვლება როგორც პირდაპირ დარღვევა მიშელის შეთანხმების

მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება არის ნაწილი შეთანხმების. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა პარლამენტში, რომ დამტკიცებული იქნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ჩაითვლება როგორც პირდაპირ დარღვევა მიშელის შეთანხმების, - ამის შესახებ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.

სამადაშვილის თქმით, მიშელის დოკუმენტში ნათლად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რომლითაც სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში უნდა იხელმძღვანელონ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო „კლანის“ მსახურებაში მყოფი დაწესებულება და ჩვენ ეს ყველამ ვიცით, ამიტომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დღევანდელი შემადგენლობით არ გვაქვს ჩვენ მოლოდინი, რომ რაიმე ნაბიჯებს გადადგამენ, რაც უკავშირდება ან სასამართლო რეფორმას, ან მიშელის შეთანხმების შესრულებას. მოსამართლეთა დამტკიცების პროცესი უნდა წარიმართოს პარლამენტში, სადაც წარმოდგენილია როგორც უმრავლესობა, ასევე, ოპოზიცია, რომელმაც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, სადაც ნათლად არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენ სასამართლო სისტემის რეფორმისთვის და შეჩერება მოსამართლეების დანიშვნის არის სწორედ ნაწილი ამ შეთანხმების. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა პარლამენტში, რომ დამტკიცებული იქნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ჩვენი მხრიდან ჩაითვლება როგორც პირდაპირ დარღვევა მიშელის შეთანხმების,"- განაცხადა სამადაშვილმა.