„მასალების თავმოყრით უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა დავიწყოთ დასკვნაზე მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ივლისის თვეში ჩვენ პარლამენტს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას წარვუდგენთ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას", - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია ყველა მიმართულებით მუშაობს იმისთვის, რომ სრული სურათი გამოკვეთოს, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და რაც მთავარია, ეს პროცესი მიმდინარეობს სრული საჯაროობის და გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვით.