გიორგი აბრამიშვილი „ნამახვანჰესზე“: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქციული დიალოგი დაიწყო

გიორგი აბრამიშვილი „ნამახვანჰესზე“: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქციული დიალოგი დაიწყო

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქციული დიალოგი დაიწყო. ჩვენი ასოციაცია ყოველთვის მოუწოდებდა ყველა მხარეს, რომ დიალოგმა კონსტრუქციულ, აკადემიურ რეჟიმში უნდა გადაინაცვლოს“, - აცხადებს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი.

მისივე თქმით, საკითხით დაინტერესებული მხარის კითხვებს პასუხები აქციების რეჟიმში ვერ გაეცემა.

„საგნობრივი პრობლემები ვერ გადაწყდება და კითხვებს პასუხები ვერ გაეცემა ქუჩის რეჟიმში. საკითხები უნდა დასვას და პრობლემები გააჟღეროს იმ მხარემ, რომელსაც ეს პრობლემები გააჩნია. ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ საკითხზე დეტალური პასუხი გავცეთ“, - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.