მინდია დავითაძე აცხადებს, რომ „საქპატენტში“ ყოველი კადრის შერჩევა ღია კონკურსის გზით განხორციელდა

მინდია დავითაძე აცხადებს, რომ „საქპატენტში“ ყოველი კადრის შერჩევა ღია კონკურსის გზით განხორციელდა

„საქპატენტის“ ყოფილი ხელმძღვანელი მინდია დავითაძე ამბობს, რომ „საქპატენტში“ ყოველი კადრის შერჩევა ღია კონკურსის გზით განხორციელდა.

„2020 წლის თებერვალში დავინიშნე ამ უწყებაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო. ჩემი შეფასებით და რეალური ფაქტობრივი გარემოებების შეჯერებით, მივდივარ დასკვნამდე, რომ ჩემი დევნა და თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით იყო ნაკარნახევი. რაც შეეხება ბრალდებებს ნეპოტიზმში, უწყებაში ყოველი კადრის შერჩევა განხორციელდა ღია კონკურსის გზით და პროფესიული ნიშნით. აქ არიან ადამიანები, რომელთა ნაწილიც მთავრობის ადმინისტრაციაში და სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა, ზოგთან კი სამსახურებრივი შეხება მქონდა“, - აცხადებს დავითაძე.

„საქპატენტის“ დღეს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მინდია დავითაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ის Facebook-ზე წერს, რომ ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია. მის ამ განცხადებას „საქპატენტის“ რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის, ირაკლი კასრაძეც გამოეხმაურა და ის ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულეს.