საქართველოში უმუშევრობის დონე 21,9%-ია 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რაც 4%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდზე. გვაქვს თუ არა პროგნოზი და აღდგენის გეგმა? - ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მიმართა.
„როგორია პროგნოზი წლის ბოლოს, ან უახლოესი ორი წლის განმავლობაში?“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ლაშა ხუციშვილს უსმენენ.