ირაკლი კობახიძე: „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ - არ გადაიხადა, დაიჭირეს.  ვერ უშველა, ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ

ირაკლი კობახიძე: „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ - არ გადაიხადა, დაიჭირეს.  ვერ უშველა, ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ

„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ, გახსოვთ, ნიკარონ მელიას ეს ცნობილი ფრაზა, ყველას ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს.  ვერ უშველა, ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ. ვერ გადავიხდი არ გამოვალ, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს , ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა, ამ შემთხვევაშიც არ შეასრულა თავისი სიტყვები“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან  და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში.

„პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ჩვენს კოლეგებს მოთმინებისთვის, ისინი 15 წუთის განმავლობაში ადამიანისგან, კრიმინალისგან ისმენდნენ მუქარებს, თითის ქნევას. ჩვენ, პატივი ვეცით პარლამენტს, პარლამენტარიზმს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, მაგრამ ძალიან ძნელი მოსათმენია, როდესაც ასეთ რამეს ვისმენთ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, არც მეტი არც ნაკლები, პარლამენტში შეჭრის მცდელობისათვის. ეს არის მძიმე, თუმცა ეს არის პოლიტიკური ცხოვრება, ეს არის ასევე შეგახსენებთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის და სწორედ ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მისი მხრიდან არის ჩადენილი და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენდით. ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან  და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში  არ არის და ვერ იქნება. საზოგადოება ამას გასცემს სათანადო პასუხს.  არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ, ბოლოს გახსოვთ, ნიკარონ მელიას ეს ცნობილი ფრაზა . ყველას ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს.  ვერ უშველა, ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამია და ვერც გახარიამ . ვერც ერთმა და ვერც მეორემ . ვერ გადავიხდი არ გამოვალ, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს , ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა. როცა, ამ შემთვევაშიც არ შეასრულა თავისი სიტყვები . ეხლა კი ფრაზები პარლამენტში შემოსვლასთან  დაკავშირებით, ესეც რომ გავიხსენოთ. პირველი ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება, თქვა ხატია დეკანოიძემ. როგორც ვხედავთ ბოლოს  ქალბატონმა ხატიამ თავი გაიმეტა და შემოვიდა. ამ პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ- თაკო ჩარკვიანი. ისიც არის დღეს ჩვენი პარლამენტის სტუმარი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ვაპირებთ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობას - ლევან ბეჟაშვილი - ესეც არის დღეს  პარლამენტის სტუმარი. 99,9 ვიმეორებ 99,9 პროცენტი პარლამენტში ვერ და არ შევალ-ნიკანორ მელია - როგორც ვხედავთ ხანდახან 0,1 მეათედი  პროცენტიც მუშაობს. ამ და სხვა მრავალი ხმამაღალი ფრაზების ავტორებს დღეს მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა და მისი ლეგიტიმურობის მყარად აღიარება. რაც არის  თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხმა ვერცერთი თავისი სიტყვა ვერ შეასრულა, მათ შორის ქალბატონმა თაკომაც და მინდა მივმართო ნაციონალებს, ყურადღებით მომისმინონ ნაციონალებმა განსაკუთრებით როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასევე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

trampi ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა
ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა


9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.

„არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ! სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ - რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ!“ - მიმართა ირმა ზავრადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
3 წლის უკან