ირაკლი კობახიძე: გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება, ეს მცდელობა ძალიან მარტივად დავასრულეთ

ირაკლი კობახიძე: გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება, ეს მცდელობა ძალიან მარტივად დავასრულეთ

გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მცდელობას გუნდმა მარტივად შეუშალა ხელი.

„იცით, გუგული არის ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას. მცდელობა ჩვენ ძალიან მარტივად დავასრულეთ. პარტიის დამფუძნებელმაც ეს ყველაფერი დაასრულა ძალიან მარტივად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli ბატონო ირაკლი ნეტავ იცოდეთ რას ლაპარაკობთ?! ნამდვილად გაწითლდებოდით! გუგული არწივის ბუდეში კვერცხს დებსო, შეიძლება ასეთი სიბრიყვის თქმა?! გუგული არც ისე სულელია, რომ არწივის ბუდეში დადოს კვერცხი! ის კვერცხს დებს თავისივე ან უფრო მცირე ზომის ფრინველების ბუდეში იმისათვის, რომ ბუდის პატრონმა ვერ შენიშნოს. თანაც გუგული ისეთი ინსტიქტების მფლობელია გაგიკვირდება! ის თავისი კვერცხის ფრს ცვლის იმის მიხედვით რომელი ფრინველის ბუდეში აპირებს დადებას, სუფთა ცისფერიდან ყავისფერ დაწინწკლულამდე! ეს ისე, როგორც სოფლად მცხოვრები ცნობათ მოგაწოდეთ! აბა ამხელა ევროპაში განსწავლულ ადამიანს ჩემგან რა გესწავლებათ?!
3 წლის უკან