საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „ბათუმის წყალის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს კომპანიის განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრას სემეკის მხრიდან ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს გააცნეს სემეკის ხედვები და პროგნოზები კომპანიის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდა სამომავლო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს შპს „ბათუმის წყალის“ შეუფერხებელ საქმიანობასა და მომხმარებელთა საიმედო და უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.
შპს „ბათუმის წყალი“ ქ. ბათუმში ოპერირებს და 100 000-ზე მეტ მომხმარებელს უწევს მომსახურებას.