გელა კურტანიძე:  მელიას თავად გაექცა და კურდღელი კობახიძე როგორაა?!

გელა კურტანიძე: მელიას თავად გაექცა და კურდღელი კობახიძე როგორაა?!

ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ბიძია ისიდორე უნდა დამადგეს თავის ორლულიანი თოფით, რომ შევძლო და ამ თვითკმაყოფილი სიგოიმის განსახიერებას ვუყურო, თუნდაც თავად ყავდეს სტუმრად. მაგრამ ექო ხომ მოდის, ექო..

ბ-ნ ექსპრემიერს უბრძანებია, კობახიძე კურდღელიაო და პირველად აღმოვაჩინე ნაცური გადახრა ამ პიროვნებაში, რამეთუ მათი ქმედების ალგორითმია ასეთი: ჩემი შენ გითხარიო..

აბა, მელიას თავად გაექცა და კურდღელი კობახიძე როგორაა?!

თან ისე, რომ კაციშვილი არ გაყოლია ოცნების გუნდიდან, ყველა დანარჩენი კობახიძეს დაუდგა გვერდით და ახლა რა გამოდის, პარტიის თავმჯდომარე თუ კურდღელია, ეგენი ბაჭიები არიან?!

და მე "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა, ამ საკურდღლეთს მივეცი ხმა, ლამის უკვე ათჯერ?!

პიროვნულ შეუთავსებლობას გავს ეს ყველაფერი, უფრო კი პირველობისკენ დაუძლეველ სწრაფვას..

არახალია ეს ჩვენთვის, თუმცა უკვე ძალიან მომაბეზრებელი, მითუმეტეს როცა საქმე ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას ეხება და ეს დაგვანახეთ, თქვე მამაცხონებულებო, დაგვანახეთ, რომ ამისთვის იღწვით და იბრძვით და არა პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ასეთები ხომ ისედაც უამრავი გვყავს..

როგორ წარმოგიდგენიათ, შორეული ნაოსნობის ხომალდის კაპიტანმა, გაგანია შტორმის დროს ვახტა მიატოვოს და განაცხადოს: ძალიან დიდი ტალღა მოდის და აღარ მინდა შკიპერობა, ჩავედი კაიუტაშიო..

და ამის მერე შენიშვნაც არავინ მიცეს: სად გარბოდი, შეკაიკაცო, ჯერ ეგ ტალღები გადაგეგორებინა და მერე სადაც გინდა წასულიყავიო..

ამდენი ხანია გავიძახი, გახარია მართლა რომ კეზერაშვილის ფულებს მოაჯდეს, ოპოზიციაში მაინც ყველას ჯობია-მეთქი და სანაცლოდ რა მივიღე: თურმე ეს ამოდენა მგელივით კაცი ყურცქვიტებს ვირჩევ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებაში..

ჰოდა, მე გამიფრთხილებიხართ:

ბაჭიების რა გითხრათ და 

გ ე ლ ა კბილებს ილესავს 

ციკლიდან  "ბაჭიები სკუპიან, მელა კბილებს ილესავს.."

Ninja ????
3 წლის უკან