არჩილ თალაკვაძე პავილიონისის განცხადებაზე: ეს შოკისმომგვრელი იყო ბევრისთვის, ვინც პოლიტიკაში ერკვევა

არჩილ თალაკვაძე პავილიონისის განცხადებაზე: ეს შოკისმომგვრელი იყო ბევრისთვის, ვინც პოლიტიკაში ერკვევა

არჩილ თალაკვაძე ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ლიეტუველმა დეპუტატმა უნდა განმარტოს თავისი სიტყვები, რადგან ისინი შოკისმომგვრელი იყო ბევრისთვის, ვინც პოლიტიკაში ერკვევა.

„ეს განცხადება შოკისმომგვრელი იყო ბევრისთვის, ვინც პოლიტიკაში ერკვევა. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე მან უნდა გააკეთოს განმარტებები ამ ჩანაწერთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს ვიდეოინტერვიუ შეიცავს განცხადებებს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მის გაცხადებულ პრინციპებთან, რაც მან თქვა საქართველოში. ლიეტუვის პრეზიდენტმა თავად გააკეთა შეფასებები პარლამენტარ პავილიონისთან დაკავშირებით და თქვა, რომ ის ხშირად არღვევს იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობას, მეგობრობასა და თანამშრომლობას ეხება“, - განაცხადა თალაკვაძე.

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თავისი ომი აქვს. ამის შესახებ ჟიგიმანტას პავილიონისმა რუს პრანკერებთან, ვოვანთან და ლექსუსთან ილაპარაკა.

Ninja უყვარს ნაცები და მიშა, და რა ქნას?
3 წლის უკან