გარწმუნებთ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი ლეგიტიმაციის პრობლემა არც მომავალში არ ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გიორგი გახარიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ არც 40 და არც 43%-იანი საარჩევნო ზღვრის გადალახვა არ გაუჭირდება. ამას მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში დაინახავს ყველა, ვინც ლეგიტიმაციაზე საუბრობს. ეს არის ცალსახად, „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი და გარწმუნებთ, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა არც მომავალში ექნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.