„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაგვიანებით, მაგრამ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, და ამბობს, რომ ასეთი რამ აქამდეც მომხდარა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება უპასუხისმგებლობა. თუ შენ სარგებლობ იმ პრივილეგიებით, რომლებსაც ეს დოკუმენტი იძლევა - მაგალითად, 43%-იანი ბარიერით, მაგრამ არ აწერ ხელს დოკუმენტს, ეს ერთმანეთთან ლოგიკურ თანხვედრაში არ მოდის“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.