საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის, შეფასებით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებები შინაარსისგან დაცლილია.
ასე გამოეხმაურად ის გიორგი გახარიას “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუს, სადაც მან ყოფილ გუნდზე ისაუბრა.
“სამწუხაროა, როგორც ჩანს, ეს არის ამ პოლიტიკური ძალის სახე. უკვე მესამე გამოჩენა არის მისი მედიასთან და ვნახეთ, რომ ის საუბრობს არაფერზე. საერთო ჯამში არის წყალი მისი საუბარი. ეს არის გარსი შიგთავსის გარეშე. საუბრობს რაღაც გავლენებზე, ოღონდ ვერ საუბრობს ვერანაირ გავლენებზე, საუბრობს ნეპოტიზმზე, ოღონდ ვერ საუბრობს ვერანაირ ნეპოტიზმზე, საუბრობს კორუფციაზე, მაგრამ ვერ საუბრობს ვერანაირ კორუფციაზე. ეს არის საუბარი შინაარსის გარეშე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა გახარიას კომენტარს, როცა მან “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს კურდღელი უწოდა. პაპუაშვილის თქმით, გახარიას გადადგომის დღეს გამოჩნდა კურდღელი ვინ არის.
“ვინც აღმოჩნდა კურდღელი 18 თებერვალს დავინახეთ, ის გაექცა პასუხისმგებლობას, ის გაექცა საკუთარ გუნდს [პრემიერის თანამდებობიდან გადადგომით]”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.