მამუკა მდინარაძე: გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობს გიორგი გახარია, როცა ამბობს, რომ მის გარეშე რაღაც უხილავი ხელი ჩაერია და ვიღაც პროცესებს მართავდა

მამუკა მდინარაძე: გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობს გიორგი გახარია, როცა ამბობს, რომ მის გარეშე რაღაც უხილავი ხელი ჩაერია და ვიღაც პროცესებს მართავდა

გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობს გიორგი გახარია, როცა ამბობს, რომ მის გარეშე რაღაც უხილავი ხელი ჩაერია და ვიღაც პროცესებს მართავდა, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი თებერვალში ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას ჰყვება და იხსენებს, რომ უმრავლესობაში „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე განსხვავებული აზრიც არსებობდა. თუმცა თავად ყოფილი პრემიერის მიერ პოზიციის შეცვლა ეჭვებს აჩენს.

„უმრავლესობაში იყო აზრი: „მოდი, ხომ არ დავანებოთ თავი მელიას, ხომ არ გამოიწვევს ეს საერთაშორისო აღშფოთებას, რომ მელია, პარტიის ლიდერი დააკავეს“. უმრავლესობის სხდომაზე არავინ იცოდა, რომ მაინც და მაინც ოფისში გამოიკეტებოდა, მაგრამ პარტიის ლიდერი რომ არის, ფორმალური თუ არაფორმალური, ეს ხომ ყველამ ვიცოდით და ამას რაღაც მძაფრი რეაქციები რომ აუცილებლად მოჰყვებოდა, ეს ხომ მელიასაც ჰქონდა გათვლილი? ამას ხომ ყველა ხვდებოდა, ეს ხომ ყველამ ვიცოდი. უმრავლესობაში იყო აზრი - ხომ არ დავანებოთ თავი და პოლიტიკურად გავცეთ პასუხი? მაგრამ მათ შორის მისი (გახარიას) მხრიდან პასუხი იყო, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კანონის დამრღვევს პასუხი უნდა გაეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო აღარ ხარ“, - განაცხადა მდინარაძემ.

Ninja სწორად უმსჯელია გახარიას, კანონი უნდა აღსრულებულიყო და მერე რატომღა შეიცვალა აზრი, დღემდე პასუხგაუცემელია.
3 წლის უკან