მარტივი, პრიმიტიული ტყუილია დამალული, კონკრეტულმა ადამიანებმა დასვეს შეხვედრაზე კითხვები, არაერთი კითხვის საპასუხოდ მისი პოზიცია იყო, აღსრულება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ამაზე საუბარი იყო ძალიან ხისტად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „იმედის ფაქტორში“ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ 13 თებერვლის შეხვედრაზე ისაუბრა.
„უმრავლესობის თითქმის ყველა დეპუტატი ესწრებოდა , კონკრეტულმა ადამიანებმა დასვეს იქ კითხვები, არაერთი კითხვის საპასუხოდ მისი პოზიცია იყო, აღსრულებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ამაზე საუბარი იყო ძალიან ხისტად. მისი აგრესიული პოზიცია იგრძნობოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, კონკრეტული დეპუტატები დაინტერესდნენ, რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას, თუკი სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანდა. მდინარაძის განცხადებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას გამოიტანდა.
„ადამიანის დაკავება ზოგადად, არავის არ უხარია, ალბათ „ნაცებისგან“ განსხვავებით, მაგრამ ჩვენი სტილი ეს არ არის. არავის დაპატიმრება არ გვიხარია. როდესაც შენ მიდიხარ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როდესაც ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება არ მოჰყვება, უხერხულობას ქმნის. მელიას წინა შემთხვევაში ეს ასე იყო. იმუნიტეტი მოუხსნეს და შემდეგ არ დააკავეს“, - დასძინა მდინარაძემ.