იყო ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის თანამოაზრეებს აგულიანებდა უკრაინიდან, რომ მას სჭირდებოდა ორი-სამი დღე და და თუ ამ პერიოდში ნიკა მელიას დაჭერის საშუალებას არავის მისცემდნენ, მის შემთხვევაშიც იგივე იქნებოდა. სააკაშვილის თანაგუნდელებს ჰქონდათ გაკეთებული განცხადება ალტერნატიულ მთავრობაზე. ამ ალტერნატიულ მთავრობაში, მე ვარ პრეზიდენტი და მელია პრემიერიო, ხომ ვერ იტყოდა? აქაც ვიღაც სჭირდებოდა, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ირაკლი კობახიძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, მიმსჯელია ამაზე საერთოდ უნდა გველაპარაკა თუ არა. მათ შეიძლება თავიანთი გიჟური გეგმები აქვთ, არარეალური მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლიან-წასვლიანად. მაგრამ ეს ინფორმაცია ბუნებაში არსებობს. გიორგი გახარიას დღევანდელი ეთერი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის და ამას პასუხი უნდა გაეცეს. ფაქტებით რომ ვილაპარაკოთ, მთავარ კითხვას არ გასცა პასუხი, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც აგრესიულად და ხისტად ამბობ, რომ ყველაფერი უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, იმუნიტეტი უნდა მოვუხსნათ ნიკა მელიას, სასამართლო როდესაც შეუფარდებს, რა თქმა უნდა უნდა აღსრულდეს-ო და შემდეგ ცვლი პოზიციას. რ იყო ამის მიზეზი? სამი დღით ადრე ნათქვამის გადათქმის მიზეზი რა იყო? აქედან ჩნდება ეჭვები დაფინანსებაზეც და ყველაფერზე“, - განაცხადა მდინარაძემ.