დავით მათიკაშვილი: გიორგი გახარია გაღმერთებას რომ ეძახის, ეგ ერთგულებაა და მას სამწუხაროდ, ერთგულების ნიშანწყალი არ გააჩნია

დავით მათიკაშვილი: გიორგი გახარია გაღმერთებას რომ ეძახის, ეგ ერთგულებაა და მას სამწუხაროდ, ერთგულების ნიშანწყალი არ გააჩნია

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ებრძვის პიროვნების კულტს, ჩამოყალიბებულს საქართველოში ძალიან დიდი ხანია უკვე, ბელადიზმს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დავით მათიკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა, ის რასაც გახარია „გაღმერთებას“ უწოდებს, ერთგულებაა, რომელიც, მათიკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა.

„ივანიშვილი ებრძვის ტოტალიტარიზმის ერთ-ერთ დედა თვისებას, ბელადიზმს. თქვენ თუ წაიკითხავთ მის განცხადებებს, თუ მოუსმენთ მის მსჯელობას, თქვენ თუ მიჰყვებით მის გადაწყვეტილებებს, ყველგან ნახავთ, რომ ეს ადამიანი ყველა მის ნაბიჯზე ებრძვის ამ კულტს და როგორ შეიძლება ვიღაცა აღმერთებდეს, არავინ არავის არ აღმერთებს, ვაფასებთ რაციონალურად და სწორად. გიორგი გახარია გაღმერთებას რომ ეძახის, ეგ ერთგულებაა და მას, სამწუხაროდ, ერთგულების ნიშანწყალი არ გააჩნია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, ის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა.