ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ქართველი ხალხი დაინახავს ნატოს მხრიდან მზადყოფნას დემოკრატიებთან მუშაობის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ჩვენს სამეზობლოში და ღირებულ პარტნიორებთან, რომლის ნაწილიც საქართველოა, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ imedinews-სთან საუბრისას განაცხადა. ის საქართველოს პარლამენტში დღეს ხელმოწერილ დეკლარაციასაც გამოეხმაურა.
„ძალიან კარგი ახალი ამბავია. გავეცანი დეკლარაციას, რომელსაც საქართველოს პარლამენტში დღეს მოეწერა ხელი. მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი აერთიანებს ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში. საქართველოს დასავლური ორიენტაცია არის ცივილიზაციური არჩევანი. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ეს არის ქართველი ხალხის მიერ იმ ღირებულებების გაზიარება, რასაც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები იზიარებენ. გულწრფელად გითხრათ, ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ამავე დროს სულაც არაა გასაკვირი ქართველი ხალხის ასეთი თანმიმდევრული მიდგომა ნატოს ოჯახისკენ სწრაფვის მიმართ“, - განაცხადა აპატურაიმ.
პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება მოამზადეს.
- სხვათა შორის, მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით, როგორია აშშ-ის ნამდვილი, რეალური პოზიცია უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით?
აშშ-ის ცნობილი ანალიტიკური ცენტრის - Rand Corporation-ის უფროსი ექსპერტი სემუელ ჩერაპი:
- გეტყვით, რომ დღეისათვის ამერიკა ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არ არის.
*
ეს არის რეალობა.
ყველაფერი დანარჩენი არის ვირის ცხვირწინ ჩამოკიდებული თივის ბულული, წარწერით - "NATO".