ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეაფასა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პარტიის ქმედებებს „საბოტაჟს“ უწოდებს.
„ამ ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, ჰქვია საბოტაჟი და ეს არის ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა, რაც რეალურად ამ ფორმით შეაფასა ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაბამისი რეზოლუციის. ფაქტია, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად მიდიან ყველაფერზე, რომ აი, აქ შემოვიდნენ. ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა უთავმოყვარეო, თუ კი ვინმე გაბედავს (პარლამენტში შესვლას), შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ (მათ, ვინც პარლამენტში შევიდა) და ახლა იმავეს აკეთებენ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ.