თამარ ტალიაშვილი პაატა მანჯგალაძეს: სწორედ ჩვენი მერია ახორციელებს იმ მუზეუმების რეაბილიტაციას, რომელიც სავალალო მდგომარეობაში თქვენ დაგვიტოვეთ

თამარ ტალიაშვილი პაატა მანჯგალაძეს: სწორედ ჩვენი მერია ახორციელებს იმ მუზეუმების რეაბილიტაციას, რომელიც სავალალო მდგომარეობაში თქვენ დაგვიტოვეთ

„სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ხელისუფლებაში თითი თითზე არ დაგიკარებიათ და სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა მუზეუმები“, - ასე უპასუხა თამარ ტალიაშვილმა პაატა მანჯგალაძის განცხადებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მემორიალური ძეგლი და სწორედ ამიტომ, გასული წლის დეკემბერში, თბილისის მერიამ გამოისყიდა ის ფართი, რომლის გამოსყიდვაც აუცილებელია, რათა ამ მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდეს ისევე, როგორც განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული გალაკტიონ ტაბიძის, შიო არაგვისპირელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვა მუზეუმები, რომლებიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში იქნა რეაბილიტირებული. სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ხელისუფლებაში თითი თითზე არ დაგიკარებიათ და სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა მუზეუმები“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

იქამდე, პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ „სირცხვილია, 21-ე საუკუნეში, ეროვნული მოძრაობის სიმბოლოს, მერაბ კოსტავას სახლი იყოს იმ მდგომარეობაში იყოს, რომელშიც ის დღესაა“.