ალეკო ელისაშვილი:  გიორგი ვაშაძე თუ „ძველი ბიჭი

ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძე თუ „ძველი ბიჭი" იყო, ნამდვილად არ მეგონა

მეგონა, ამ პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი გავიგე და ვიცოდი, მაგრამ ვაშაძე თუ „ძველი ბიჭი" იყო, ნამდვილად არ მეგონა, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტში ყველას „ეძველბიჭება".

„მეგონა, ამ პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი გავიგე და ვიცოდი, მაგრამ ვაშაძე თუ „ძველი ბიჭი" იყო, ნამდვილად არ მეგონა. ბოლო დროს ყველას „გვეძველბიჭება", რავიცი აბა, ასე გააგრძელე გიორგი", - აღნიშნავს ელისაშვილი.

მან „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მას პარლამენტიდან „ფეხით გათრევით" ეუმქრებოდნენ და თვითონ „თავისი ფეხით შევიდნენ" პარლამენტში.

„ნაციონალების" შემოსვლას მეც ველოდი, იმ პარტიის შემოსვლას, პარლამენტში ჩვენი შემოსვლის გამო, ჯვარს, რომ გვაცვეს, ათასი საზიზღრობა რომ დაგვაბრალეს, იმ პარტიის შემოსვლას ველოდი. პირდად მე, მემუქრებოდნენ ფეხით გაგათრევთო და თავისი ფეხით, შემოვიდნენ აქ. ნელ-ნელა შემოდიან, თან არ შემოდიან. 5 კითხვა მქონდა, მაგრამ ცარიელ დარბაზში არ იქნება სწორი, რომ დავსვა. როცა მათი ხილვის ბედნიერება მექნება, ჩავხედავ თვალებში და ვკითხავ",-აღნიშნავს ელისაშვილი.