პარლამენტთან ნაცმოძრაობის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გააპროტესტებენ

პარლამენტთან ნაცმოძრაობის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გააპროტესტებენ

პარლამენტის შესასვლელთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის შვიდი თვის დაგვიანებით პარლამენტში შესვლას აპროტესტებენ. ნაცმოძრაობის დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი მშვიდობიანია და მათ ექნებათ შეკითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რატომ არ შევიდნენ შვიდი თვის განმავლობაში პარლამნეტში, ასევე რატომ ეწეოდნენ დესტრუქციულ ქმედებებს.

ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება.