“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში შედიან, მაგრამ თუ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერენ, საინტეროა, რა გეგმა აქვთ პარლამენტში.
ამასთან, როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დრო აჩევენებს, მისი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორი იქნება თუ კონკურენტი.
“კარგია, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები შემოუერთდებიან საქართველოს პარლამენტს და უკვე ყველა ჯგუფის ინტერესი იქნება წარმოდგენილი იმ პარლამენტშიც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ვადამდელ არჩევნებამდე კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა.
ამ პროცსს ძალიან დაეხმარება “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შემოსვლა.
რაც შეეხება საკითხს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერენ, ამაზე ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორებმაც. მე მიმაჩნია შეცდომად დოკუმენტზე ხელის არმოწერა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გარდა იმისა, რომ ვართ ხალხის ხმა, ასევე ქვეყანას ძალიან სჭირდება რეფორმები, რომელიც მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა. ახლა საინტერესოა, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ხელს არ აწერს დოკუმენტს, რა გეგმით შემოდის პარლამენტში.
რაც შეეხება კონკურენციას და პარტნიორობას, ამას აჩვენებს დრო. სიმართლე და ჭეშმარტება არ გადის რაოდენობაზე. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ყველასთან შევიდეთ კონკურენციაში იმიტომ, რომ კონკურენცია პარლამენტში ნიშნავს ინტელექტუალურ კონკურენციასაც და ეს რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. გვაქვს პრეტენზია, რომ არავისთან კონკურენციის პრობლემა არ გვაქვს”,- განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან მანჯგალაძე გამოეხმაურა “ამნისტიის კანონში” შესატან ცვლილებებს, რომელიც დღეს პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. მანჯგალაძის ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებელი” დათმობისთვის მზადაა, თუ კანონპროექტიდან ამნისტირებულის თანხმობის პუნქტს ამოიღებენ.
“რაც შეეხება ამნისტიის,
აუცილებელია ამნსიტიის აქტის მიღება და შეთანხმება “მზად ვართ, გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯები ხელისუფლებისკენ, თუ ამოიღებენ იმ პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს ამნისტირებული პირის თანხმობას. ასევე იმ დათქმით, რომ გათავლისწინებული უნდა იყოს დაზარალებული პირების მკურნალობის ხარჯების სახლემწიფოს მიერ საკუთარ თავზე აღება”,- განაცხადა მანჯგალაძემ.