გაცნობებთ, რომ UNESCO მესამედ აცხადებს ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით
დანახული აბრეშუმის გზა“. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემებია: ტექსტილი და
სამოსი და კულტურული ურთიერთობები კოვიდ-19-ის დროში, მათ შორის ტექსტილისა და
სამოსის სფეროში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე
ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.
შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ
გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან).
პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ
ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები მიიღებენ ნახევრადპროფესიონალურ
ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ სამოყვარულო ციფრულ
ფოტოაპარატს. ასევე შერჩეული 50 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და
გამოიცემა ფოტოალბომი. დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები
წ ა რ მ ო დ გ ე ნ ი ლ ი ა შ ე მ დ ე გ ბ მ უ ლ ზ ე :
https://en.unesco.org/silkroad/content/participate-youth-eyes-silk-roads-photo-contest-2021
ხოლო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია მ.წ. 24 აგვისტომდე, შემდეგი ბმულის
მეშვეობით: https://unescosilkroadphotocontest.org/participate
გთხოვთ, საქართველოდან მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, გაავრცელოთ
ინფორმაცია კონკურსის შესახებ ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური მედიის
მეშვეობით (#UNESCOSilkRoads ჰეშთეგის გამოყენებით).